ილონ მასკი Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა.
მსოფლიოს უმმდიდრესი ადამიანების სიაში პირველია Louis Vuitton Moet Hennessy Bernard Arnault-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო. Forbes-ი ფრანგი ბიზნესმენისა და მისი ოჯახის ქონებას 237,3 მილიარდ დოლარად აფასებს, მასკის ქონება 236,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Tesla-ს აქციები ამ კვირაში 7%-ზე მეტი დაეცა, რამაც მასკის ქონების (რომელიც ფლობს კომპანიის დაახლოებით 23%-ს (აქციონერებში და ოფციებში), $21,2 მილიარდი დოლარით კლება გამოიწვია, - წერს Forbes.
Tesla-მ ოთხშაბათს გამოაქვეყნა კვარტალური ანგარიში, საადც გამოქვეყნდა, რომ კომპანიის 818 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალი გადაფასებული იყო, რის შემდეგაც Tesla-ს აქციები ხუთშაბათს თითქმის 10%-ით დაეცა. პარასკევს ვაჭრობის დახურვისას აქციები 260,02 დოლარად იყიდებოდა, დღეს კიდევ 1,1% დაკარგა.
უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება 152,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 80 მილიარდით ნაკლებია არნოსა და მასკის კაპიტალზე.
უახლესი