დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილონ მასკი აშშ-ში კვლავ ყველაზე მდიდარია

ილონ მასკი აშშ-ში კვლავ ყველაზე მდიდარია

04-10-2023 10:29:16

ილონ მასკი აშშ-ში კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელის ქონება 251 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ილონ მასკი კვლავ ლიდერობს აშშ-ს 400 უმდიდრესი მოქალაქის სიაში, რომელსაც ყოველწლიურად ჟურნალი Forbes ადგენს.

გამოცემამ SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელის ქონება 251 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც დაახლოებით გასული წლის მაჩვენებელს უტოლდება, როდესაც მასკიც ამ სიის სათავეში იყო.

მეორე ადგილზეა ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი (161 მილიარდი დოლარი), მესამეზე კი კორპორაციის Oracle-ის ერთ-ერთი შემქმნელი ლარი ელისონი (158 მილიარდი დოლარი).

მეოთხე და მეხუთე პოზიციები დაიკავეს Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა ($121 მილიარდი) და Google Corporation-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი პეიჯმა ($114 მილიარდი).

სიაში მეექვსე ადგილი Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 111 მილიარდი დოლარით დაიკავა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები