2024 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 676.1 ათასი მგზავრი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 327.0 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 46.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2024 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658.9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 8.2 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.3 ათასი მგზავრი, რაც 11.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79.2 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20.8 პროცენტი (2024 წლის III კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
უახლესი
7 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება