დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
III კვარტალში ინვესტიციებზე მსხვილი გარიგების გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდა - PMC კვლევითი ცენტრი

III კვარტალში ინვესტიციებზე მსხვილი გარიგების გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდა - PMC კვლევითი ცენტრი

08-12-2023 19:00:09

2023 წლის III კვარტალში ინვესტიციებმა, წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრი კლება განიცადა. ცვლილება 60%-ს აჭარბებს, რის მიზეზიც, გასულ წელს განხორციელებული მსხვილი გარიგება გახდა.

კერძოდ, როგორც PMC კვლევითი ცენტრის კერძო სექტორის კვლევის ხელმძღვანელი, ნიკა კაპანაძე Business Insider Georgia- თან, 2022 წელს ესპანური კომპანია აქუალიას (Aqualia) მიერ GWP-ის წილის შესყიდვამ ინვესტიციებზე დიდი გავლენა მოახდინა და სტატისტიკურ მონაცემებზეც შესაბამისად აისახა.

,,2022 წელს ინვესტიციების ძალიან მაღალი მოცულობა დაფიქსირდა, რადგან  ესპანურმა ,,აქუილიამ"  GWP-ის 80%-იანი წილი იყიდა. ეს ტრანზაქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც  მთელი ინვესტიციების დაახლოებით 22%  შეადგინა, ამიტომ არის კლება ასეთი გამოკვეთილი", - განმარტავს ნიკა კაპანაძე.

მისი თქმით, ინვესტიციებზე მიგრანტების გავლენა ნაკლებად იგრძნობა, თუმცა წინა წელს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებაში ამ ფაქტორის აშკარა გავლენა გამოიკვეთა.

,,მიგრანტების ეფექტი ნაკლებად ჩანს, მსხვილი ტრანზაქციები რაც არის, ის უფრო მოქმედებს მთლიან სურათზე.  ამიტომ მიგრანტებზე ცალსახად ვერ ვიტყოდით, ჩაშლილად არც გვაქვს ეს სტატისტიკა. თუმცა 2022  წელს უძრავ ქონებაში იყო ყველაზე დიდი ინვესტიცია. ალბათ, სპეკულაციური ფაქტორიცაა, არ ვიცით, ნამდვილად იყო თუ არა ეს ეფექტი მიგრანტების ხარჯზე, თუმცა ამ ვარაუდს არსებობის უფლება აქვს ნამდვილად აქვს. 
მთლიანობაში, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში საინვესტიციო გარემო არც ისე პერსპექტიულია, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ, კარგი მაჩვენებლებია", - ამბობს ნიკა კაპანაძე.
რაც შეეხება განხორციელებულ ტრანზაქციას, ცნობილია, რომ გასულ წელს ესპანურმა კომპანია ,,აქუალიამ" 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ საქართველოს კაპიტალი განაგრძობს.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები