2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი - კაცი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.5 პროცენტი
- საშუალოზე, ხოლო 36.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 703.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 269.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით მეტი).
2024 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 110.3 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 385.0 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 540.8 ლარი.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი