„გრატოს სათბურები“ აპრილის ბოლოდან, დროებით ( სექტემბრამდე ) იხურება. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც Business Insider Georgia-ს „გრატოს სათბურების“ გენერალურმა დირექტორმა სოფო ჯორბენაძემ განუცხადა სათბურები დროებით, 6 თვით იხურება, რაც რეორგანიზაციასა და განახლებას უკავშორდება.
„სათბურებში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, იგეგმება განახლება“, - ამბობს სოფო ჯორბენაძე.
„გრატოს სათბურები”, რომელიც ნიდერლანდების ინვესტორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დაარსდა 60-ზე მეტი სახეობის მცენარის მოყვანით არის დაკავებული. გარდა სათბურისა, კომპანიამ 2021 წელს სანერგე მეურნეობაც გააშენა, შემდეგ კი “გრატო პასაჟში” გაყიდვების პუნქტი გახსნა.
უახლესი
15 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები