დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა

07-03-2024 12:00:00

საერთაშორისო ქსელის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi, ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი მეორედ მოიპოვა.

World Travel Awards-ის 31-ე ცერემონიას ბერლინმა უმასპინძლა. ცერემონიალი 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ათასობით ნომინანტი იღებს, რომლებიც კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და მიმართულებები.

„ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი დაჯილდოების World Travel Awards-ის გამარჯვებულად ყოფნა, ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენაა.  ეს არის უდიდესი აღიარება და დაფასება იმ შრომის და მონდომების, რაც ჩვენმა გუნდმა სასტუმროს გახსნის დღიდან გასწია. უზომოდ გვიხარია, რომ ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, შევძელით სტუმარმასპინძლობის სექტორში გამორჩეული ადგილის დაკავება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მმართველ პარტნიორ თორნიკე ჯანაშვილს, ჩვენი გუნდის სრული ნდობისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის“ – აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი.

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის – Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს.

Golden Tulip Design Tbilisi  თანამედროვე დიზაინის 77 ნომრისგან შედგება. სასტუმროს ყველა დეტალი სტუმრის სასიამოვნოდ დასვენებაზეა მორგებული. თითოეული ნომერი ქართველი არტისტების  ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოსცემს. სასტუმრო აერთიანებს რესტორანს, ტერასას და ორ საკონფერენციო სივრცეს.

გამორჩეული არქიტექტურის შენობიდან მტკვარსა და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილზე შთამბეჭდავი ხედი იშლება. სივრცის ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. შენობის დიზაინზე „ნოა სტუდიომ“ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის, ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით იმუშავა. მისი ექსტერიერი და ინტერიერი გეომეტრიული ფორმების ერთგვარი თამაშია, ხოლო საკულტო ავეჯი, რომელიც საზღვარგარეთ დამზადდა, სასტუმროში გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის. სასტუმრო მთლიანად ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური მასალებითაა აშენებული და  ე.წ. მწვანე შენობის სტატუსს ატარებს.

პროექტი საინვესტიციო კომპანია Block Group-მა განახორციელა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28-წლიანი ისტორია აქვს. ტურისტული მიმართულებით, ამჟამად ჯგუფი ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს. საუბარია ორ მულტიფუნქციურ ცათამბჯენზე - Central Park Towers და რედისონის ბრენდის  180-ნომრიან სასტუმროზე თბილისის ცენტრში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები