გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად ჩატარდა, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
„გარკვეული პრობლემები იყო, არ მუშაობდა განათებები, რომლებიც დამონტაჟებული იყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა სანათები და ელექტროგაყვანილობა. სამუშაოები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა სახელები დაგვარებია ამოტვიფრული, 2010 წელს აიგო. მას შემდეგ, პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად, მემორიალური სვეტი განახლებული და მოწესრიგებულია.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო3 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი