დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს

GITA სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს

05-07-2024 11:09:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის "ერთიანობამრავალფეროვნებაშია" პროგრამას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, იწყებაპრე-აქსელერატორის პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროგრამაში მონაწილეობის მიღებაშეუძლია სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ ნებისმიერ ადამიანს. პროგრამ 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

პროგრამის მიზანია რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენებისძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან GITA- 25 000 ლარიანი საგრანტოკონკურსისთვის.

 

პრე-აქსელერატორის პროგრამა დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:

  • იდეების გენერირება/დახვეწა
  • ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება 
  • დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე

 

პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვააქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს, სტარტაპებისშესაქმნელად და გასავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა დაპრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნანინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორგამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტ იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნესგეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის. ამასთან, პროექტის განმავლობაში მენტორებისდახმარებით, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეებიმზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდიშეძლებს მიიღოს კონსულტაციები GITA- 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციოპროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.

 

პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://survey.zohopublic.com/zs/hx0wN5

 

USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროსასოციაცია, აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტისგანმახორციელებელია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები