დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარემოს ეროვნული სააგენტო ვაშლიჯვარში ძველმეწყრულ ფერდობზე გააქტიურებულ პროცესებზე: ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია

გარემოს ეროვნული სააგენტო ვაშლიჯვარში ძველმეწყრულ ფერდობზე გააქტიურებულ პროცესებზე: ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია

08-08-2024 00:29:00

ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელიც ვაშლიჯვრის დასახლებაში ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე გააქტიურებულ პროცესებს ეხება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა. 

სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია. 

სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ", - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები