დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy ასორტიმენტს აფართოებს

გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy ასორტიმენტს აფართოებს

14-10-2023 09:30:00

გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy (ჩიზზზი) ასორტიმენტს ზრდის. წარმოებაში ჩაეშვება ხაჭაპური აჯიკიანი ყველით და  გაყინული ლობიანი, რომლის მსგავსიც ბაზარზე აქამდე არ გაყიდულა. ახალი პროდუქტები ფესტივალზე Taste Tbilisi გაიტესტება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Chizzzy - ის დამფუძნებელი გიორგი ბოჭორიშვილი Business Insider Georgia -თან საუბრობს.

მისი ინფორმაციით, კომპანია პარალელურად მუშაობს საწარმოს გახსნაზეც, რითაც ცდილობს, რომ პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და აქტიურად გავიდეს ექსპორტზეც.

,, Taste Tbilisi -ზე რამდენიმე ახალ პროდუქტს დავტესტავთ. შევიმუშავეთ ახალი გემოები, რაც ასორტიმენტს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის. ეს არის ხაჭაპური აჯიკის ყველით და გაყინული ლობიო. ფესტივალებზე მონაწილეობა ძალიან გვეხმარება, რომ მომხმარებლისგან მეტი უკუკავშირი მივიღოთ, გავიგოთ, რა სურს მას და რას ფიქრობს პროდუქციაზე, რომელიც პირველებმა შევთავაზეთ ბაზარს. ამ აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ვგეგმავთ გაფართოებას, მცირე საწარმოდან მასიურ წარმოებაზე გასვლას და ყველა დეტალს დიდი ინტერესით ვაკვირდებით. საწარმოს გახსნა კი თავისთავად დაგვეხმარება, პროდუქტი ფასით ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის და ექსპორტზეც აქტიურად გავიდეთ“, - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.

ამ ეტაპზეჩიზზზის" გაყინული აჭარული ხაჭაპური თბილისის მასშტაბით. ჰიპერმარკეტებში იყიდება.

ცნობისთვის, Chizzzy (ჩიზზზი) არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ შეფუთვაში მოთავსებულია - ყველიც. ეს არის არტიზანული, უსაფუარო,  ნახევრად-გამომცხვარი ქრასთი & ყველი (იმერული/სულგუნი), რომელიც ნატურალური რძისგანაა დამზადებული.

რაც შეეხება ფესტივალს Taste Tbilisi (გაუსინჯე თბილისს გემო)  თბილისში, დედაენის ბაღში 21-21 და 28-29 ოქტომბერს გაიმართება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები