დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განახლდა აქტიური სამუშაო და სასწავლო პროცესი, როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - რჩევები 

განახლდა აქტიური სამუშაო და სასწავლო პროცესი, როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - რჩევები 

14-09-2023 10:13:24

განახლდა აქტიური სამუშაო და სასწავლო პროცესი, როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - რჩევები 

📌 საქართველოს საბანკო ასოციაცია სასარგებლო რჩევებს გიზიარებთ

1⃣ განაახლეთ პაროლი თქვენს ყველა ანგარიშზე, დააყენეთ ძლიერი პაროლი, რომელიც იქნება უნიკალური თითოეული ანგარიშისთვის.

2⃣ განაახლეთ მოწყობილობები - გადაამოწმეთ, რომ თქვენს ყველა მოწყობილობაზე (ტელეფონი, სამუშაო კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბი და ..) დაყენებულია უახლესი განახლებები.

3⃣ დარწმუნდით, რომ თქვენ მოწყობილობაზე აქტიურია ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა.

4⃣ გადაავლეთ თვალი თქვენ მობილურ აპლიკაციებს - წაშალეთ ისეთები, რომლებსაც აღარ იყენებთ და განაახლეთ აქტიურად გამოყენებადი.

5⃣ დააყენეთ ორმაგი ავთენტიფიკაცია ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა.

6⃣ თუ გიწევთ მუშაობა საზიარო მოწყობიობებზე, ვებ-ბრაუზერში გაასუფთავეთ დამახსოვრებული ბარათის მონაცემები და გამორთეთ Autofill ფუნქციონალი.

7⃣ კომუნალური გადასახადები, ამანათის ტრანსპორტირება და სხვა მომსახურება გადაიხადეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ან ინტერნეტბანკიდან და არა მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ბმულებზე.

8⃣ არ დააჭიროთ ნაცნობი თუ უცნობისგან მიღებულ საეჭვო ბმულებს და მით უფრო არ გახსნათ თანდართული ფაილები.

 

📌 ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მარტივი წესები, რომლებიც პოტენციური კიბერსაფრთხეებისგან დაგვიცავს

 

#იყავიკიბერფრთხილი #გაფრთხილდიდაგააფრთხილე

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები