საქართველოს ბანკი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს, რითაც 120 000-ზე მეტი სტუდენტისა თუ მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
ახალგაზრდებისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომელშიც უკვე 15 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. ინიციატივის ფარგლებში, ათეულობით სტუდენტმა სწავლის სრული თუ ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო. მათი რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
თინათინ ქიმბარიშვილი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი
თინათინ ქიმბარიშვილი საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატია. თინათინი შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 2021 წლიდან სწავლობს. მას არასრული სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდა, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ კი სწავლის დარჩენილი საფასურის სრულად ანაზღაურება შეძლო.
შავი ზღვის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვება სტუდენტებს შემდეგ მიმართულებებზე შეუძლიათ: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა.
როგორც თინათინი ამბობს, მომავალი პროფესია ბავშვობაშივე შეარჩია:
„ბავშვობიდან მაინტერესებდა სამართალი, ეს მიმართულება გაძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენო“.
თინათინის თქმით, სახელმწიფო სტიპენდიების გარდა, სტუდენტებისთვის სხვა შესაძლებლობები, ქვეყნის მასშტაბით, დღეს იშვიათია. თუმცა, სწავლისა და შრომის ფასად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ზრდის მოტივაციასა და ენთუზიაზმს. ამიტომ, მისთვის როგორც ფინანსურად, ისე მოტივაციის გასაზრდელად საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ძალიან მნიშვნელოვანია:
,,შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს სტუდენტები მსგავსი წახალისებებით განებივრებულები არ ვართ. საქართველოში ბევრ უნივერსიტეტს სასტიპენდიო პროგრამა საერთოდ არ აქვს, რაც ბუნებრივია, მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. როცა იცი, რომ სემესტრის ბოლოს შენი შრომა ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრების გამო გაძლევენ სტიპენდიას, მეტი შემართება გაქვს. მეტი ენერგიით და მოტივაციით იწყებ შემდეგ სასწავლო სემესტრებს. ამავდროულად, ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია სტუდენტებს შორის, რაც სწავლის ხარისხსაც აუმჯობესებს“.
თინათინი გვესაუბრა ბიზნეს სექტორის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესახებაც:
“კომპანიები სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები არიან, მათ მიერ დაფინანსებული სტუდენტი მომავალში შეიძლება გახდეს მათივე წარმატებული თანამშრომელი. ამიტომ, საუკეთესო გუნდის შექმნა საფუძვლიდანვე უნდა დაიწყო. შესაბამისად, ვფიქრობ, განათლებაში ინვესტირება, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა. ამასთან, გავეცანი საქართველოს ბანკის სხვა სტიპენდიებსაც და მიხარია, რომ კომპანია საზღვარგარეთ სწავლის არაერთ შესაძლებლობასაც სთავაზობს სტუდენტებს, მომავალში მეც აუცილებლად ვცდი ბედს“.
თინათინი სხვა სტუდენტებს ურჩევს, რომ არ შეწყვიტონ ცდა და ახალი შესაძლებლობების ძიება. თუ არ ჩერდები, დასახულ მიზნებამდე გზას ყოველთვის იპოვი.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. როგორც საქართველოს ბანკის სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდში ამბობენ, სასტიპენდიო პროგრამა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პერსპექტიული სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას უკეთესი საქართველოსთვის.
საქართველოს ბანკის მიერ განათლების და ზოგადად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაიგოთ პლატფორმაზე - CSR.BOG.GE
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება