აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 3 ხმა აშორებს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 267 ხმა აქვს, ხოლო მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს - 216. გამარჯვებამდე საჭიროა, რომ რომელიმე კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მოიპოვოს.
ტრამპმა გაიმარჯვა ისეთ ე.წ. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია, პენსილვანია და ჩრდილოეთ კაროლინა. არიზონაში, ნევადაში, ვისკონსინსა და მიჩიგანში ხმებს ჯერ ისევ ითვლიან.
უახლესი
28 წუთის წინ
„რე-ფრეში" გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
როგორია აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები