დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Farm to table - ახალი მოძრაობა აგროტურიზმში ძალებს იკრებს

Farm to table - ახალი მოძრაობა აგროტურიზმში ძალებს იკრებს

29-04-2023 19:02:17

 

Farm to table - ფერმა მაგიდაზე აგროტურიზმისთვის ,,კარგად დავიწყებული ძველია", რომელიც ახლა იწყებს განვითარებას.

როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, სფერო ჯერჯერობით ქაოსურად ვითარდება, დასახვეწია სერვისები, სიახლე იმდენად აიტაცა სექტორმა, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფეხი მოიკიდა.

„კონცეფცია „ფერმა მაგიდაზე" იმდენად „გაპიარდა“, რომ თითქმის ყველა რეგიონმა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქვემო ქართლი და დედოფლისწყარო, სადაც ამ სერვისის განვითარებაში მსხვილი ბიზნესი აქტიურად არის ჩართული. მეტიც, სოფლებშიც კი დაიწყო ამ იდეის ატაცება.

დღესდღეობით ბევრი ასეთი სერვისი შეიქმნა. კომპანიებმა ეს საკმაოდ მაღალ რანგში აიყვანეს და საკუთარი წარმოების პროდუქციას წარადგენენ. ფაქტობრივად, ძვრები არის, ვერ ვიტყვი, რომ ამით მოჭარბებულად იზიდავენ ტურისტებს, მაგრამ გარკვეული მოძრაობა დაიწყო. ვფიქრობ, რომ მიდგომა გაამართლებს", - აცხადებს მანანა ალადაშვილი.

მისი თქმით, ახალი კონცეფცია განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდება რთვლის პერიოდში. თუმცა მომსახურების ხარისხი ჯერჯერობით დაბალ დონეზეა და ეს ხარვეზი გამოსასწორებელია. ,,ფერმა მაგიდაზე" სოციალურ მოძრაობას დაემსგავსა, აქტიურად იკიდებს ფეხს.

ვფიქრობ, განსაკუთრებით რთველის პერიოდში გაიზრდება მოთხოვნა. მით უმეტეს, ბიომეურნეობები იქმნება, რაც ამ ტიპის მომსახურებაზეც აისახება.

პრობლემა იმაშია, რომ სერვისი სწორად ვერ აღწევს მომხმარებლამდე. ხარისხი დასახვეწია, რაც კვალიფიციურ კადრს მოითხოვს, რა მხრივაც პრობლემაა.

აგროტურიზმი ჯერჯერობით ცუდ დონეზეა მომსახურების მხრივ, აბსოლუტურად არ აქვთ გამოცდილება. იმედია, თანდათან გამოსწორდება. ტურიზმი ვითარდება ქაოსურად, თუკი კადრებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება, ვითარება შეიცვლება. ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია.

კეთდება პროგნოზი, რომ 2025 წლისთვის აგროტურიზმი დიდ წარმატებას მიაღწევს და ამ დროისთვის, ალბათ, კადრებთან დაკავშირებული საკითხიც მოგვარდება", - აცხადებს მანანა ალადაშვილი Business Insider Georgia- თან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები