დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ - გიორგი მამარდაშვილი

ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ - გიორგი მამარდაშვილი

29-06-2024 16:44:00

ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები