გამოგონებები იქმნება საქართველოს უნივერსიტეტებში და ჩვენ ეს გამოგონებები ინოვაციებად უნდა ვაქციოთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს GITA • Tech Park-ის ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განუცხადა.
მისი თქმით უნდა შეიქმნას პროცესები, რაც უზრუნველყოფს, რომ გამოგონება რომელიც უნივერსიტეტსა და ლაბორატორიაში შეიქმნება, სიცოცხლეს არ შეწყვეტს გავა უნივერსიტეტის კედლებიდან.
„ამ გამოგონებას კონკრეტული ბიზნესი გამოიყენებს და შესაბამისად ქვეყანას ექნება ეკონომიკური ეფექტი, რაც ჩვენი ინტერესის წყაროა, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარს უჭერს იმისთვის, რომ ინოვაციების გამოყენება მოხდეს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კასრაძემ.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა არ დიდი, მაგრამ ხარისხი ძალიან მაღალია.
„საქართველო პატარა ქვეყანა და აქვს მცირე ეკონომიკა და თუნდაც ერთი ხარისხიანი ტექნოლოგიური ინოვაციის შექმნით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის გამოწვევაა შესაძლებელი, რასაც საუნივერსიტეტო ფარგლებში ხელი უნდა შეეწყოს. ჩვენ პირველივე სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, დავიწყეთ საზაფხულო აქსელერაციის პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ჩვენი მოტივაცია იყო ძალიან პრაგმატული, რადგან მათ საუკეთესო სტუდენტები ჰყავთ და შესაბამისად ვცდილობთ დავეხმაროთ, რომ ეკონომიკური სტარტაპ პროექტები სტუდენტობის დროს დაიწყონ. რამდენიმე სტუდენტის სტარტაპ პროექტმა დაფინანსებაც მიიღო. მათ შორის დაფინანსება მიიღეს სხვა კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებმაც. ეს მხოლოდ დასაწყისია.
2024 წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტუდენტების პირველი ნაკადი დაასრულებს და რამდენიმე სტუდენტი უკვე პარალელურ რეჟიმში სტარტაპ საქმიანობას ეწევა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უფრო ეფექტიანად და თავისი ინოვაციური პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაზე სრულად კონცენტრირდება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა13 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება