ეროვნულმა ბანკმაც და იუსტიციის სამინისტრომაც იმოქმედეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეროვნულმა ბანკმაც და იუსტიციის სამინისტრომაც იმოქმედეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ერთ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა დადებითი რეგულაცია, მეორე შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა მისთვის უარყოფითი რეგულაცია. არსად არ იყო გადაფარვა. არავითარი ხვრელი არსად დატოვებული არაა. ეროვნული ბანკის რეგულაციამ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა“, - აღნიშნა კობახიძემ.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება