ეთნოგრაფიული სტილის მცირე სასტუმრო „მენაბდის მარანი" გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეა, სადაც ავთენტურობა და კომფორტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე ობიექტი, მაგალითია, როგორ უნდა ვითარდებოდეს აგროტურიზმი, რომ წლის ყველა სეზონზე იყოს აქტიური, ეროვნული ნიშაც შეინარჩუნოს და თანამედროვე ელემენტებიც დაამკვიდროს.
„მენაბდის მარნის" დამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე Business Insider Georgia- თან ამბობს, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა სერვისით სარგებლობა: მოინახულოს ტრადიციული გურული კარ-მიდამო, გაეცნოს კულინარიას, დააგემოვნოს ღვინო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენოს.
„ეს არის ტრადიციული კონცეფცია - მარანი და სასტუმრო, სადაც ტრადიცია მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ისე, რომ არც თანამედროვე ელემენტებზე ვთქვით უარი, ჰარმონიული შერწყმა მოვახდინეთ. ზოგადად, იშვიათია, როცა ავთენტურობა და კომფორტი თავსებადია, ჩვენ ეს გამოგვივიდა. დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ როგორია ტრადიციული გურული კარ-მიდამო, კულინარია, ღვინო. ტარდება სხვადასხვა სახის მასტერკლასი, გვინდა, სტუმრებმა მაქსიმალურად შეიგრძნონ კონტექსტი, რასაც გურულ ტრადიციულ გარემოში ყოფნა ნიშნავს. ეს არის მთავარი მიმართულება, ამისთვის შეიქმნა ეს სივრცე, რომ საზოგადოებას ასეთი ტიპის სერვისი ჰქონდეს", - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
ეთნო-ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ ,,მენაბდის მარანი" საინტერესოა, როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის, რომ ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მყუდრო გარემოში ყოფნა, განმარტოება და პროექტზე მუშაობა, რისთვისაც კომფორტული პირობებია შექმნილი.
ვახუშტი მენაბდის თქმით, შესაძლებელია, ასევე პატარა ჯგუფების მასპინძლობა, საქმიანი შეხვედრები, რაც დიდი საკონფერენციო დარბაზებისგან განსხვავებულია, მინიატიურული და ამავდროულად კომფორტული.
მცირე-სასტუმროს ერთდროულად 20 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. განთავსების ღირებულება კი 2 ადამიანზე საუზმით ამ დროისთვის 200 ლარია.
„მენაბდის მარანი" სტაბილურად ხუთ ადამიანს ასაქმებს. პერიოდულად საჭიროების მიხედვით კი დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.
უახლესი
6 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა12 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება