დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

22-05-2024 17:52:00

ქრისტიან როიდერი 2024 წლის 6 ივნისიდან შეცვლის ხულიან ფერნანდესს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაონავსადგურის“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და გახდება „ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი

 

ქრისტიანი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს შემოუერთდა როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების საგანმანათლებლო პროგრამის (M.I.S.E.) სტაჟიორი, რის შემდეგაც 2003 წლიდან 2011 წლამდე კომპანიაში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ქრისტიანი საქართველოში, Maersk Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს დაპატივს სცემს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას.

 

ქრისტიანს სატერმინალო ბიზნესის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს და ასევე კარგად იცნობს მომხმარებლების და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრს.  ,,ჩვენს ინდუსტრიაში ქრისტიანსმდიდარი გამოცდილება აქვს. ფოთში მუშაობის დაწყებამდე, მას მაღალი რგოლის ლიდერულ პოზიციებზეარაერთ კომპანიასა და ქვეყანაში უმუშავია. მოუთმენლად ველით ქრისტიანის კვლავ შემოერთებას ჩვენსგუნდში, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენს მიმდინარე წარმატებულ საქმიანობას“, - ამბობს იგორ ვან დენესსენი,

აფრიკა - ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი.

 

,,ძალიან ბედნიერი ვარ. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, მართლაც, საოცარ დამომხიბლავ ქვეყანაში. ფოთის საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის. მჯერა, რომ ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარებაკომპანიის განვითარებაში“, - ამბობს ბატონი როიდერი. ,,ჩვენი კომპანიის გაფართოება, შუა დერეფნისგანვითარება, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურითანამშრომლობა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კომპანიისა და ხალხის მდგრადი განვითარება, ჩემიდღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამბობს ის.

 

ქრისტიანი გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნის ფარგლებსგარეთ მუშაობდა: გერმანიაშისაქართველოში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკაში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Damco Mozambique-ის მენეჯერი და გარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისგენერალური დირექტორი და კომერციული დირექტორი. 2020 წლიდან ქრისტიანი იკავებდა DP World Mozambique-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები