გლობალური მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, საკმაოდ პოპულარულია Dyson-ის პროდუქცია, თმის საშრობი და სტაილერები. Dyson-თან ერთად ასევე პოპულარულია Shark-ის პროდუქტები. ამ ორი ბრენდის „შეჯიბრება“ განსაკუთრებით თვალში საცემია სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეოებიდან. აქ მომხმარებლების აზრი ორად იყოფა.
რა ვითარებაა საქართველოში და როგორია მოთხოვნა, ამ კითხვით Business Insider Georgia-მ iTechnics-ის დირექტორს სალომე გუგეშაშვილს მიმართა.
„Dyson-თან და Shark-თან თანამშრომლობა დიდი ხანია რაც დავიწყეთ. ორივე ბრენდი ძალიან აქტუალურია ბაზარზე. Dyson-ის ტექნოლოგიები ხშირად უფრო მაღალ კლასს მიეკუთვნება, რაც მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის უფრო საინტერესოა, თუმცა არც Shark ჩამორჩება, თავისი ბენეფიტებით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
iTechnics-ში ორივე ბრენდის პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა შეინიშნება, თუმცა Dyson-ის საშრობები და სტაილერები უფრო აქტუალურია, რაც ამ ბრენდთან მიმართებაში მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია“, - აცხადებს სალომე გუგეშაშვილი.
iTechnics-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ ბრენდების წარმატება ძირითადად განპირობებულია ტექნოლოგიური ინოვაციების, ეფექტურობის და დიზაინის უნიკალური კომბინაციით.
„თმის სტაილერები თავად პროდუქტის კატეგორიის თვალსაზრისით ახალი არ არის, მაგრამ კონკრეტულ ბრენდებს, როგორიცაა Shark და Laifen, ნამდვილად აქვთ განსხვავებული მიდგომა, რაც მათ პოპულარობას განაპირობებს.
ამ ბრენდების წარმატება ძირითადად განპირობებულია ტექნოლოგიური ინოვაციების, ეფექტურობის და დიზაინის უნიკალური კომბინაციით. მაგალითად, მათი სტაილერები ხშირად გამოირჩევა სწრაფი და ზუსტი თმის მოვლის პროცესით, ეს ზოგავს დროს და უზრუნველყოფს სისუფთავეს.
ბრენდის პოპულარობა განპირობებულია პროდუქციის მაღალი ხარისხით, რომელიც ზრუნავს თმის სტრუქტურაზე და ანიჭებს მას ბზინვარებას. Shark და Laifen საკმაოდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლის კომფორტსა და გამოცდილებას, რაც სხვა ბრენდებთან შედარებით უფრო საინტერესოს ხდის.
ამგვარად, მათი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს არა მხოლოდ ტრადიციულ სტაილერებში არსებული ფუნქციების დახვეწაში, არამედ ახალ, ინოვაციურ მეთოდებსა და ტექნოლოგიებში, რაც სტანდარტებს გადააჭარბებს“, - აცხადებს iTechnics-ის ხელმძღვანელი.
უახლესი
24 წუთის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი15 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად