მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კომპანიას დისტრიბუციის ხარჯები 40%-ით გაეზარდა და შედეგად პროდუქციას ვერ აიაფებს.
„პროდუქციის დისტრიბუცია საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახდა. მუშაობის ტემპს აფერხებს საცობები. ადრე თუ ერთი სადისტრიბუციო მანქანა 25 ობიექტზე ვიზიტს ასწრებდა, ახლა ამ ნახევარ ობიექტებში ვეღარ შედის. აქედან გამომდინარე დისტრიბუციის თვითღირებულება გაიზარდა. 40 საათიანი სამუშაო კვირის შემოღების შემდეგ კომპანიაში გავზარდეთ დისტრიბუტორებისა და მძღოლების რაოდენობა, ხარჯი დაგვემატა და შესაბამისად გაძვირდა რეალიზაციამდე მიწოდება“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
მისი თქმით, სადისტრიბუციო მანქანებისთვის მთავარი გამოწვევა საცობებია.
„შესაძლოა 3 საათიც კი იყოს სადისტრიბუციო მანქანა საცობში. ამიტომ დავიმატეთ თანამშრომლები და პროდუქტის გადასაზიდი მანქანები. ამ დროისთვის კვერცხზე ფასებს ვინარჩუნებთ, რაშიც დაგვეხმარა ის, რომ მარცვლეული გაიაფდა. გვინდა მომხმარებელს პროდუქცია უფრო იაფად მივაწოდოთ, მაგრამ ამ და სხვა პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ. ასევე სერიოზული დეფიციტია პროფესიონალი მუშა-ხელი. დეფიციტის გამო ამ სეგმენტშიც გავზარდეთ ხელფასები“, - ამბობს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
სტატისტიკაც აჩვენებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში კვერცხის იმპორტი შემცირებულია.
საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში 1,549.55 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 6,310.23 ცალი კვერცხის, ხოლო 2023 წლის იანვარ-მარტში 1,846.85 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 19,480.36 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.
იგივე თემაზე:
კვერცხის წარმოება პიკზეა, მარკეტებში ფასი აქციების პირობებში შემცირდება - „კუმისის“ დამფუძნებელი
უახლესი