მიტანის სერვისის გლობალური კომპანია ,,გლოვო“ თბილისსა და ბათუმში ორ ახალ ფილიალს გახსნის. როგორც Business Insider Georgia- თან „გლოვოს“ ბიზნესინოვაციების მენეჯერი ლუკა ხვადაგიანი ამბობს, ახალ ლოკაციებზე წარმოდგენილი იქნება ,,გლოვოს" პროექტი Food Corner, რომელიც პარტნიორებს თავიანთი პროექტების მარტივად გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
,,ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. უფრო გაძლიერდა ჩვენი Food Corner /Cook Room-ის მიმართულება და დაგვემატა ახალი ობიექტი, დეკემბერში კი ორი ახალი ლოკაცია გაიხსნება. ახალ ლოკაციაზე იქნება ე.წ. დახურული სამზარეულო, სადაც პარტნიორები დელივერებისთვის ამზადებენ შეკვეთებს. ისნის პროექტის ფარგლებში კი პარტნიორებს შესაძლებლობა ეძლევათ, მომხმარებლები ადგილზევე მიიღონ. ამდენად, ვაგრძელებთ მდგრად განვითარებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაზარმა ძალიან ბევრი სერვისი მიიღოს ,,გლოვოსგან“, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს", - აცხადებს ლუკა ხვადაგიანი.
რაც შეეხება ,,გლოვოს" პარტნიორ ორგანიზაციებს, მათი რაოდენობა 2000 -ზე მეტია და წარმოადგენენ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში
ახალი ობიექტების გახსნა დამატებით 70-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. მათ შორის 20 ადამიანს უშუალოდ ,,გლოვო" დაასაქმებს, დანარჩენს - პარტნიორი კომპანიები.
ცნობისთვის, ,,გლოვო“ დაარსდა 2018 წელს, როგორც “გლოვოაფფ ჯორჯია”. შპს “გლოვოაფფ ჯორჯია”-ის 100%-ის წილის მფლობელი ესპანური კომპანია „გლოვოაფფ23“-ია.
რაც შეეხება ,,გლოვოს“ პარტნიორი კურიერების რაოდენობას, 3000 -ს აჭარბებს.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო6 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი