დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავოსში მაღალ დონეზე მონაწილეობა ქვეყნის ცნობადობისთვის, რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი

დავოსში მაღალ დონეზე მონაწილეობა ქვეყნის ცნობადობისთვის, რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი

15-01-2024 16:52:00

მაღალ დონეზე დავოსში მონაწილეობა ზოგადად ქვეყნის ცნობადობისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, ეს შეხვედრები პროდუქტიული იქნება.

„დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა წლის დასაწყისში, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია, იკრიბება ბიზნესი და ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის შესახებ ყალიბდება აზრი. ასევე, პრაქტიკული კუთხით ძალიან საინტერესოა დავოსი, რადგან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტულ პროექტებთან, საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ზუსტად ეს მიმართულებაა ყველაზე მეტად საინტერესო დავოსში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში დავოსი ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც გახდა. ამიტომ ქვეყნის ზოგადად ცნობადობისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე დავოსში მონაწილეობა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, გარდა კონკრეტული შეხვედრებისა, რომლებიც ჩვენ გვექნება ბიზნესებთან ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით. მიდიოდა მუშაობა თვეების განმავლობაში და შესაბამისად, შეხვედრები უკვე არის დანიშნული.

ჩვენ გვექნება შეხვედრები მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-დან დაწყებული, სამხრეთ აღმოსავლეთ-აზიის წამყვანი ბიზნეს ჯგუფებით დამთავრებული. სფეროები ძალიან მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ისე კონკრეტულ სხვადასხვა სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვადასხვა მიმართულებას. შესაბამისად, ძალიან ფართო სპექტრია დავოსში შეხვედრების, რომლებიც უკვე წინასწარ ცნობილია. ამის პარალელურად, შესაძლოა, დამატებითი შეხვედრები იყოს. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საბოლოოდ პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავოსში დღეს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ლიდერებსა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები