დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც მათ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ - ზურაბ აზარაშვილი

დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც მათ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ - ზურაბ აზარაშვილი

05-08-2023 17:51:47

,,სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე, გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,ზურაბ აზარაშვილმა რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა პროცესი, იქნება ეს აცრები თუ სამედიცინო მომსახურება, ადგილზე, უწყვეტად მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები