დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა ალტე უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია  ჩაატარა

ComCom-მა ალტე უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

20-10-2023 11:37:38

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს  5G-ის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ, კომუნიკაციების კომისიის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები