დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის მრჩეველი ITU-ს შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ComCom-ის მრჩეველი ITU-ს შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

20-03-2024 12:27:00

კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო შავგულიძე ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოსაკომუნიკაციო სექტორის შემსწავლელის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ 4 წლის ვადით აირჩიეს.

ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფი (ITU-R SG7) შეიმუშავებს ITU-R-ის რეკომენდაციებს, ანგარიშებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც მოიცავს: კოსმოსური ოპერაციების, კოსმოსის კვლევის, დედამიწის კვლევის და მეტეოროლოგიის სისტემებს, მათ შორის, თანამგზავრთაშორის სერვისებში ლინკების შესაბამის გამოყენებას; დედამიწის დისტანციური ზონდირების სისტემებს, პასიურ და აქტიურ სენსორულ სისტემებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც სახმელეთო, ასევე კოსმოსურ პლატფორმებზე; რადიოასტრონომიას და რადარულ ასტრონომიას; მსოფლიო მასშტაბით სტანდარტული სიხშირისა და დროის სიგნალის სერვისების გავრცელებას, მიღებას და კოორდინაციას, თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით.

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი გაეროს სპეციალიზებული ქვეორგანიზაციაა, რომელშიც სერგო შავგულიძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები