დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერმა, ნათია აბრამიამ ქართველი ტელეპროდიუსერები გადაამზადა

ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერმა, ნათია აბრამიამ ქართველი ტელეპროდიუსერები გადაამზადა

16-03-2023 11:27:32

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ქართული ტელევიზიების პროდიუსერები სატელევიზიო პროდუქტის მენეჯმენტში, ე.წ. ფროდაქშენის ოპტიმიზირებასა და კრეატიული გუნდის მართვაში გადამზადდნენ. სემინარებს BBC-ის ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი, ნათია აბრამია უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებთან ერთად პრე-ფროდაქშენის, ფროდაქშენისა და პოსტ-ფროდაქშენის ეტაპები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა.

ორდღიან სემინარზე, ნათია აბრამიამ პროდიუსერებს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და ისეთი საკითხები გააცნო, როგორიც იდეის დამუშავება, ამბის ფოკუსის დახვეწა, ამოცანის სწორად დასახვა, პრეინტერვიუ და წინასწარ შეთანხმებული ჩარჩოების, სტანდარტებისა და გაიდლაინების ეფექტიანად გამოყენებაა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან  სემინარებსა და ლექციებს უკვე მეოთხე წელია ატარებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები