თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გახსნილი საერთაშორისო ბრენდი Cinnabon®-ი მომავალ წელს რიგით მეორე ფილიალს გახსნის. დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გაფართოების გადაწყვეტილება მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.
როგორც Cinnabon® Georgia-ს პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მომხმარებლების რაოდენობა სულ უფრო მატულობს, როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც Cinnabon®- ს ირჩევენ!
`ორი თვე შეგვისრულდა და ვთვლით, რომ საკმაოდ პოპულარული გახლავართ ქართულ ბაზარზე, გვახარებს ფაქტი, რომ მრავლად არიან უცხოელი ტურისტები, რომლებიც ბრენდს კარგად იცნობენ. ასევე ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდანაც მოთხოვნა ძალზედ აქტიურია.
მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ გაფართოება და ახალი ობიექტის გახსნა იგეგმება. მზადება დაწყებულია და უკვე 2024 წელს ახალი ფილიალი დაგვემატება“, - ამბობს ქეთი ფეიქრიშვილი.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე Cinnabon®-ი მოსწავლეებსა და სტუდენტებს აქციას სთავაზობს ,,თიბისისთან“ ერთად.
`აქციის ფარგლებში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს მოსწავლეებსა და სტუდენტებს ,,თიბისის“ ბარათებით გადახდისას 20% ქეშბექი დაერიცხებათ. ცხადია, მომავალში ამ მიმართულებით მეტი აქტიურობა იგეგმება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში კიდევ გვექნება დამატებითი აქციები“, - ამბობს ქეთი ფეიქრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა. კაფე-საცხობ Cinnabon® - ში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც გახლავთ Cinnabon® -ის სავიზიტო ბარათი.
ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.
ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეეძლება სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.
უახლესი
1 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა