დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩვენის“ პირველი რესტორანი ლისაბონში სექტემბერში გაიხსნება - გურამ ბაღდოშვილი

„ჩვენის“ პირველი რესტორანი ლისაბონში სექტემბერში გაიხსნება - გურამ ბაღდოშვილი

01-07-2024 13:53:00

შეფ გურამ ბაღდოშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ პორტუგალიაში, ლისაბონში „ჩვენის“ პირველი რესტორანი სექტემბერში გაიხსნება.

„ლისაბონში უკვე შევიძინეთ სივრცე და ერთ კვირაში ვიწყებთ რემონტს და სექტემბრის ბოლოს უკვე „ჩვენის“ პირველი რესტორანი გაიხსნება“ - ამბობს გურამ ბაღდოშვილი. 

ასევე, 2024 წლის მეორე ნახევარში რესტორნების გახსნა ფრანჩაიზინგით პრაღაში და მადრიდში გაიხსნება. განიხილება აშშ-ის ბაზარიც. 

რესტორანი „ჩვენი“ მეექვსე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.

„რესტორნის გარემო აწყობილია ურბან არტ დეკოზე, წარმოდგენილია მცირე ურბანული მუზეუმი, ის ნივთები რომლებიც დაეხმარა ადამიანს კულინარიულ განვითარებაში. წარმოდგენილია თბილისური ეზო - „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმეხტი“, ქმნის ულამაზეს გარემოს და სარესტორნო სივრცეში ერთდროულად 150 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. რესტორანში ასევ არის შეფ-რუმი(Chef Room) სადაც სტუმრებს სთავაზობენ მასტერკლასებს“, - ამბობს ბაღდოშვილი.

ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 40 ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები