დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი თითოეული აქსესუარი უნიკალურია  - Otanadze Design

ჩვენი თითოეული აქსესუარი უნიკალურია - Otanadze Design

18-11-2023 14:18:19

ბუნებრივი ხის ხელნაკეთი, უნიკალური დიზაინის საათების, სათვალეების, საყურეების და სხვა აქსესუარების შემქმნელი ბრენდი Otanadze Design თავისი უნიკალური წარმოებით მაქსიმალურად უწყობს ფეხს თანამედროვე მოდის მოთხოვნებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი,  დიზაინერი შალვა ოთანაძე Business Insider Georgia -თან ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ხის საათები და აქსესუარები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, რასაც მსოფლიო მოდის ტენდენცია აჩვენებს. Otanadze Design-ის პროდუქცია მრავალ უპირატესობას ფლობს, თუმცა, რაც მთავარია, თითოეული ნამუშევარი მზადდება ხელით,  განსხვავებულია და არ მეორდება.

 

შალვა ოთანაძეს მოდის მიმართაც საინტერესო დამოკიდებულება აქვს.

 

,,თანამედროვე სამყაროში ადამიანები სულ უფრო მეტად ისწრაფვიან იყვნენ განსხვავებულები, ატარონ გამორჩეული და უნიკალური სტილი, რაც ყოველთვის მიიპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. თითოეული ადამიანი თავისი ღირებულებებით, მოსაზრებებით და ქცევით, ისევე როგორც გარეგნობით, არის უნიკალური ხშირად სჭირდება მის გარეგნობაზე, ხასიათზე და სტილზე მორგებული აქსესუარი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ინდივიდუალიზმს, დაეხმარება საკუთარი სოციალური სტატუსის მოპოვებაში. ისინი ყოველთვის ირჩევენ აქსესუარებს მათი პირადი სტილის, კომფორტისა და ღირებულებების მიხედვით“, - განმარტავს დიზაინერი.

 

რაც შეეხება ხის  ნაკეთობების პოპულარობას, დიზაინერს ამ ტენდენციის განმაპირობებელ ფაქტორებზეც საუბრობს.

 

,,ხის საათები და აქსესუარები სულ უფრო მეტად პოპულარულია ბოლო წლების განმავლობაში.  ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით: ხის აქსესუარები გაცილებით მეტად მოსახერხებელია სხვა მასალებით დამზადებულ აქსესუარებთან შედარებით, არის მსუბუქი და კომფორტული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოსაყენებლად. ხის ტექსტურა და ბუნებრივი ფერის ვარიაციები უნიკალურ და ორგანულ ელემენტს მატებს აქსესუარებს. ჩვენთან თითოეული აქსესუარი მზადდება ხელით, რაც ქმნის იმის გარანტიას, თითოეული არის განსხვავებული და არ მეორდება. ჩვენს ნებისმიერ ნაკეთობაში მინიმუმ ერთი დეტალი ყოველთვის არის განსხვავებული, მომხმარებელმა იცის, რომ ის ფლობს უნიკალურ აქსესუარს. ამასთან ერთად, მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ალერგიული გართულება მეტალზე, რის გამოც ვერ ატარებს მისთვის საყვარელ აქსესუარს. ჩვენი ეკომეგობრული აქსესუარები კი საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს აღნიშნული პრობლემა და შემდგომი გართულებები. გარდა ამისა, მომხმარებლებს აქვთ განცდა, რომ ისინი ზრუნავენ და უფრთხილდებიან გარემოს, ამასთან ერთად ნაკლებ ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას“, - აცხადებს შალვა ოთანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ Otanadze Design ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ხის ხელნაკეთ, უნიკალური დიზაინის საათებს, სათვალეებს, საყურეებს და სხვა აქსესუარებს ქმნის.

სურვილის შემთხვევაში,  აქსესუარებსა და ნაკეთობებზე ხდება სასურველი ინიციალების დატანა, მათი მომხმარებელზე პერსონიზირება და ინდივიდუალური მორგება, რაც პერსონალურ/ემოციურ დონეზე ეხმარება ადამიანებს სოციალური სტატუსის მოპოვებასა და მათი ინდივიდუალიზმის წარმოჩენაში.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები