დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი პროექტით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც სვსებით რეალურია - ირაკლი კობახიძე

ჩვენი პროექტით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც სვსებით რეალურია - ირაკლი კობახიძე

02-12-2024 11:50:00

ჩვენი პროგრამის მიხედვით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა  170 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4 პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ესეც არის, მართალია, ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და 3 500 ლარს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი პროგრამის თანახმად საშუალო ხელფასი", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები