დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის და ყიდულობს

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის და ყიდულობს

02-12-2024 13:00:00

არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტი 16%-ითაა შემცირებული, ხოლო ექსპორტი 5%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 257,552.69 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 306,056.97 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 15.8%-ის დონეზეა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტის 47%-ი მობილურ ტელეფონებზე მოდის.

TOP 5 პროდუქტი, სადაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 120,593.83 ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 13,710.09 ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11,816.71 ათასი დოლარი,
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 9,845.81 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 8,781.00 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე 37,184.66 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა. რაც 2023 წლის 10 თვესთან შედარებით 4.6%-იანი კლებაა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის 21% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, სადაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებში ყიდის:

  •  მსუბუქი ავტომობილები - 7,952.64  ათასი დოლარი,
  • საფრენი აპარატები სხვა - 5,095.20  ათასი დოლარი,
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3,551.91  ათასი დოლარი,
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 3,113.99  ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,671.46  ათასი დოლარი.
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები