დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ კვალიფიციური კადრების მოძიება - openjobs.ge

ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ კვალიფიციური კადრების მოძიება - openjobs.ge

12-04-2024 14:00:00

დამსაქმებლებისთვის და სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზარზე ახალი პლატფორმა გამოჩნდა.

openjobs.ge - არის დასაქმების ჭკვიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ურთიერთკავშირს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.

როგორც Business Insider Georgia-სთან  openjobs.ge- თანადამფუძნებელმა ხათუნა ბერიძემ განაცხადა,  საქართველოში, ყოველწლიურად საშუალო და დაბალი რგოლის სამუშაო პოზიციებზე ათასობით ვაკანსია ცხადდება.

ბიზნესები ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ პერსონალის ოძიება/შერჩევისათვის განკუთვნილი დროის 76%- უშედეგოდ ხარჯავენ, კომპანიების 60%- კი ხელი ეშლება გამართულად ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით სავაჭრო - სარესტორნო სექტორსამ პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა Openjobs.ge, რათა გავუმარტივოთ ბიზნესებს კვალიფიციური კადრების მოძიება“, - აღნიშნა პლატფორმის თანადამფუძნებელმა.

openjobs.ge- პორტალის მეშვეობით სამუშაოს მაძიებლებსშეუძლიათ მარტივად გააგზავნონ განაცხადი სასურველ ვაკანსიაზე, მარტივად შექმნან cv, ეკონტაქტონ კომპანიებს პორტალზე ინტეგრირებული მესენჯერით და გაიარონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კურსი თუ ტრენინგი.

რაც მთავარია, გვინდა რომ ბიზნესებს გავუმარტივოთ პერსონალის მოძიებისა და შერჩევის პროცესი, ამიტომ ჩვენს პლატფორმაზე ვიყენებთ განსხვავებულ მიდგომებს რომელიც საგრძნობლად დააჩქარებს პერსონალის მოძიებისა და შერჩევის პროცესს. პორტალზე რეგისტრირებულ ბიზნესებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ ციფრული ასისტენტის მხარდაჭერა, რომელიც ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ,  დამატებით ბიზნესებს ვთავაზობთ სარეკლამო მენეჯერის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობით უკვე თავად შეძლებენ მარტივად გაუშვან, დაგეგმონ და აკონტროლონ მარკეტინგული ღონისძიებები სხვადასხვა ციფრული წყაროებით“, - აღნიშნა ხათუნა ბერიძემ.

მისივე განმარტებითსაიტი 2024 წლის 7 აპრილს გაეშვა და  openjobs.ge-ზე უკვე 70 მდე ვაკანსიაა განთავსებული და თანამშრომლობა ხდება 30-მდე კომპანიასთან.

რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა გამოხმაურებას, ჩვენს პორტალს ყოველდღიურად 2 ათასი ადამიანი სტუმრობს, რაც ჩვენთვისაც სასიხარულო ამბავია, ასევე გვახარებს ის ფაქტიც რომ ყოველდღიურად საშუალოდ 128 რეზიუმე იგზავნება ჩვენი საიტის დახმარებითჩვენ ვერ ვახორციელებთ ზარების მონიტორინგს, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა რომ ამ კუთხითაც კარგი მაჩვენებელი იქნება“, - აცხადებს  openjobs.ge- თანადამფუძნებელი.

ხათუნა ბერიძის თქმითპორტალზე ამ წუთისათვის ყველაზე მეტი ვაკანსია განთავსებულია ვაჭრობა/დისტრიბუციის სექტორში.

საწყის ეტაპზე ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბიზნესებს საშუალო და დაბალი რგოლის სამუშაოს პოზიციების შევსებაში, რაც საკმაოდ რთული სამუშაოა“, - ამბობს  openjobs.ge- თანადამფუძნებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები