ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქალთა გაძლიერებაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ხორბალაძემ განუცხადა.
„თეგეტა ჰოლდინგი“ მონაწილეობდა სქილვილის დასაქმების ფორუმში და ჩვენ აქ მოსულ სტუმრებს გავაცანით ის ვაკანსიები და შესაძლებლობები, რაც გვაქვს ქალებისთვის „თეგეტა ჰოლდინგში“ და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქალთა გაძლიერებაა“, - განაცხადა თათია ხორბალაძემ.
გარდა ამისა სქილვილის, ჩართისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ პროექტის ფარგლებში, ათი ქალი გადამზადდება ტექნოლოგიური მიმართულებით, ისინი 7 თვის განმავლობაში ისწავლიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.
„თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ სამი ყველაზე წარმატებული ქალი, „თეგეტა ჰოლდინგის“ IT და ციფრულ მიმართულებებზე გაივლიან სტაჟირებას და მათ ექნებათ რეალურად შანსი, რომ დასაქმდნენ ყველაზე მასშტაბურ კომპანიაში, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი აქტივობების ფარგლებში და ჩვენთვის ქალთა გაძლიერება არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და გვიხარია, რომ სქილვილთან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ“, - განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა