დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ამოცანაა, შუა დერეფანი გავხადოთ ძირითადი მარშრუტი ერთი სარტყელი ერთი გზის ამოცანის შესასრულებლად - გურამ გურამიშვილი

ჩვენი ამოცანაა, შუა დერეფანი გავხადოთ ძირითადი მარშრუტი ერთი სარტყელი ერთი გზის ამოცანის შესასრულებლად - გურამ გურამიშვილი

25-10-2024 14:00:00

შუა დერეფანი არის ის აუცილებელი კომპონენტი, რომლითაც ჩინეთი, ევროპა და აზია ფუნქციონირებს და ის არის ერთ-ერთი ალტერნატივა სხვა ძირითად მარშრუტებთან ერთად და ჩვენი ამოცანაა, რომ შუა დერეფანი გავხადოთ ძირითადი მარშრუტი ერთი სარტყელი ერთი გზის ამოცანის შესასრულებლად, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, შუა დერეფანი ერთი სარტყელი ერთი გზის შემადგენელი ნაწილია და კარგია, რომ იგი დამაგრდა საქართველოზე გამავალი მარშრუტით.

„რომელსაც თავის მხრივ დიდი ძალისხმევა დასჭირდა 2015 წლიდან მოყოლებული, როცა შეიქმნა ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი და დღეს უკვე შუა დერეფნით იცნობს მთელი მსოფლიო. ჩინური ფაქტორი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი სარტყელი ერთი გზის კონცეფცია სწორედ ჩინეთის და გარე სამყაროს, ჩინეთის და ევროპის სავაჭრო ურთიერთობებს, შესაბამისად ჩინური ფაქტორი ყოველთვის იქნება აქტუალური შუა დერეფანში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილის თქმით, ქვეყანას ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარებასთან ერთად შუა დერეფნის განვითარებაში სხვა თანმდევი პროექტებიც დაეხმარება, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია.

„დღეს გაქვს დრო და მანძილი, თუმცა აუცილებელია, რომ დაიხვეწოს და საბოლოო სახე მიეცეს იმ ლოგისტიკურ პროდუქტს, რასაც შუა დერეფნის პროდუქტი ჰქვია. ამაში ძალიან დაგვეხმარება ის პარალელური პროექტები, რომელიც ხორციელდება და დასკვნით ეტაპზეა. მე მხედველობაში მაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მსვლელობს დრო, საქართველოს ნაწილში შემცირდება 2-ჯერ, ასევე 3-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც 2-ჯერ ზრდის გამტარუნარიანობას და მთლიანად სინქრონში საქართველოს გამტარუნარიანობა, ტვირთის კუთხით, სატრანსპორტო ლოგისტიკური სიმძლავრე ამით ორმაგდება“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები