დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bene Exclusive-ის აეროპორტების ტაქსი უკვე 5 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს

Bene Exclusive-ის აეროპორტების ტაქსი უკვე 5 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს

24-10-2024 15:45:00

Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი სატრანსპორტო დარგში ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ლიდერობს და მომხმარებელს უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას სთავაზობს, რაც არა მხოლოდ საიმედოობისა და ხარისხის გარანტია, არამედ კომპანიის დამოკიდებულების მაჩვენებელია თითოეული კლიენტის მიმართ.

პრემიუმ ხაზით მომსახურების გარდა, კომპანია 2019 წლიდან თბილისის, ხოლო 2023 წლიდან უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში წარმატებით ოპერირებს. 


2024 წლის მიმდინარე სიახლეებსა და გამოწვევებზე Business Insider Georgia აეროპორტის ტაქსის მიმართულებით Bene Exclusive-ის აღმასრულებელ დირექტორს ბასა კოპალიანს დაუკავშირდა.

„უკვე 5 წელია, რაც Bene Exclusive თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თუმცა შეფასება მინდა დავიწყოთ ქუთაისის აეროპორტით, სადაც კომპანია ზუსტად ერთი წლის წინ შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი წლის ოპერირებისთვის ცუდი შედეგი არ  გვქონდა, თავდაპირველი მოლოდინი ნამდვილად არ გამართლდა. შესაბამისად სწორი ანალიზის გასაკეთებლად, კიდევ უნდა დავაკვირდეთ პროცესს, რასაც ალბათ მინიმუმ ერთი წელი კიდევ დასჭირდება.

მთლიანობაში, რომ შევხედოთ, ორივე ქალაქის აეროპორტების შემთხვევაში, წელს,  შეიძლება ითქვას, შარშანდელი წლის სტატისტიკა განმეორდა. 2023-ის დატვირთულობიდან გამომდინარე, გაუმჯობესებული შედეგის მოლოდინი გვქონდა, რომელიც წინასწარი  პროგნოზის მიხედვით დაახლოებით 20% ზრდას გულისხმობდა“, - განაცხადა ბასა კოპალიანმა.

Bene Exclusive-ს ავტოპარკი 200-ზე მეტ  უახლესს სატრანსპორტო ერთეულს აერთიანებს, რომელიც სტრატეგიულად გადანაწილებულია საკვანძო რეგიონებში. კონკრეტულად აეროპორტის ტაქსის მიმართულებით თბილისში - 40, ხოლო ქუთაისში - 10 ერთეულით ვოპერირებთ. 

„აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა ჩვენს სერვისზე, მუდმივად მზარდია და როგორც წესი ჭარბობს ადგილობრივ მოსახლეობას, წილობრივად დაახლოებით 70%/30%-ზე. ქვეყნების მომართვიანობის ნაწილში ლიდერობს ემირატები, შემდეგ პოსტ საბჭოური ქვეყნები, აგრეთვე ევროპიდან გამოვყოფდი გერმანიასა და საფრანგეთს.

მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბაზირებული Bene Exclusive-ის სათავო და შვილობილი ოფისების გარდა, ფილიალი გვაქვს ბათუმშიც, რომელსაც მაქსიმალურად აქვს ათვისებული ზღვისპირა რეგიონში სხვადასხვა მსხვილი და საშუალო სასტუმროების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა თუ კომპანიების მომსახურება, შესაბამისად ამ ეტაპზე ბათუმის აეროპორტში ბაზირებას არ ვჩქარობთ, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში, ვფიქრობ ეს პროცესიც  გარდაუვალი იქნება. 

საქმის სპეციფიკიდან და მუდმივად მზარდი სტანდარტის მოთხოვნიდან გამომდინარე გვაქვს შეხება ისეთ სეგმენტთან, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია განვითარება, მომსახურების სწორი კონცეფციის და მაქსიმალური კრიტერიუმების შექმნა, დახვეწა, შენარჩუნება.

მუდმივად ვაკვირდებით ტენდენციებს და ვცდილობთ ყოველი მიმართულებით გავაუმჯობესოთ სერვისი და გავზარდოთ ჩვენი ავტოპარკი, შესაბამისად მომავალი წლის მარტიდან აეროპორტის მიმართულებით 20-მდე ავტომობილის დამატებას ვგეგმავთ. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, მიმდინარე თვეში დავიმატეთ 10 ერთეული ახალი მოდელის ავტომობილი სედანის  და ჯიპის კატეგორიაში“, -  განმარტავს Bene Exclusive-ის აღმასრულებელი დირექტორი.

No description available.

შეგახსენებთ, რომ FLYTAXI Bene Exclusive-ის პროდუქტია, რომელიც უკვე 5 წელია ბაზარზე აქტიურად ოპერირებს აეროპორტის ტაქსების-სერვისის მიმართულებით.  
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები