დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზრზე თურქული ელექტრომობილი TOGG-ი გამოჩნდება

ბაზრზე თურქული ელექტრომობილი TOGG-ი გამოჩნდება

14-03-2023 08:58:34

პირველი მასობრივი თურქული წარმოების ელექტრომობილი TOGG გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოვა, სავარაუდოდ მისი საწყისი ფასი 1 მილიონი ლირა (დაახლოებით 53 ათასი დოლარი) იქნება.

შეკვეთის განხორციელების შემდეგ, მარტის ბოლოდან 20 000 ავტომობილი მფლობელებს ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე მიეწოდებათ.

ასევე მითითებულია, რომ C-SUV Togg-ი 200 ცხენის ძალის ძრავით „ხელმისაწვდომ ფასად" ჭერის 1,6 მილიონი ლირის (დაახლოებით $85,000) დაწესების გამო გაიყიდება. 

პირველი მასობრივი წარმოების თურქული ელექტრომობილის TOGG-ის წარმოებისთვის ქარხნის გახსნის ოფიციალური ცერემონია ოქტომბერში გაიმართა.

მოდელი ორი ვერსიით იქნება წარმოებული - სედანი და SUV. შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ორივე მანქანის ელემენტის დატენვას არაუმეტეს 30 წუთი დასჭირდება, შედეგად გადაადგილება 500 კილომეტრამდე მანძილზე იქნება შესაძლებელი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები