ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა შედგა. საპროექტო ჯგუფმა შემუშავებული დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირებს პრეზენტაციის სახით გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი მათ დასმულ კითხვებს უპასუხა.
საჯარო განხილვის დასრულებიდან, წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად, მოქალაქეებს 15 სამუშაო დღე ჰქონდათ განსაზღვრული.
დოკუმენტაციის მომზადება საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობას, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნას და ტერიტორიული არეალის მდგრად სივრცით განვითარებას ისახავს მიზნად.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი