ბავშვის ტანსაცმლის ზამთრის ახალ კოლექციაზე ვმუშაობთ, რომელსაც 2025 წლის იანვარში საფრანგეთში გამოფენაზე წარვადგენთ, - ამის შესახებ Business Insider Geoprgia-ს კომპანიის მფლობელმა თამარ მესარკიშვილმა განაუცხადა.
როგორც მეწარმე ამბობს, კომპანიისთვის ძირითადი გაყიდვების ბაზარი ევროპაა, თუმცა მათი მიზანია გაყიდვები ჩინეთისა და იაპონიაშიც გაზარდონ.
„ამ დროისთვის კომპანია მსოფლიოს 6 ქვეყანაშია წარმოდგენილი. აშშ-ი პირველი შეკვეთა უკვე შევასრულეთ. 2025 წელს ასევე პროდუქცია გავიტანეთ ჩინეთში, იაპონიშა, დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთსა, გერმანიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევრპის ბაზარი, თუმცა ვგეგმავთ გაყიდვების ზრდას ჩინეთსა და იაპონიაში“, - განაცხადა თამარ მესარკიშვილმა.
რაც შეეხება სიახლეებს, ამ დროისთვის „რკო“ კორპორაციულ შეკვეთებზე მუშაობს და კომპანიებს სადღესასწაულო დეკორს სთავაზობს.
„გვაქვს კორპორაციული შეკვეთები საახალწლო დეკორზე, მალე პროდუქციას საცალო ბაზარზეც გამოვიტანთ“, - აცხადებს კომპანიის მფლობელი.
2016 წლის დეკემბერში, ქართულ ბაზარზე ბავშვის ტანსაცმლის ახალი ბრენდი – „რკო“ გამოჩნდა. კომპანია სამმა მეგობარმა: თაკო მეგრელიშვილმა, ნინო მესარკიშვილმა და თამუნა მესარკიშვილმა შექმნეს. “რკო” ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილ, ფერად ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, 0-დან 10 წლამდე ასაკის გოგოებსა და ბიჭებს.
კომპანიას აქვს ერთი შოურუმი თბილისში, სადაც პროდუქციაა წარმოდგენილი.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა