საქართველოში მოდის რითეილის სფეროში წამყვანი კომპანია, „სინომი რითეილი” ქალაქ ბათუმის ახალ სავაჭრო ცენტ „გრანდ მოლში“ Zara-ს რიგით მეხუთე მაღაზიას გახსნის, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურია.
როგორც ,,სინომი რითეილის" ხელმძღვანელი რევაზ მაღალაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, მიმდინარე სეზონი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.
კერძოდ, 6 ოქტომბრიდან კომპანიამ გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.
,,ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მოხდა ისაა, რომ წელს ბათუმში ბრენდული მაღაზიები გავხსენით. ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის დასავლეთ რეგიონის განვითარებაზე.
ბათუმის ,,გრანდ მოლში" Zara-ს -ს მაღაზია 15 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება და ეს იქნება ყველაზე დიდი მაღაზია ამიერკავკასიის მასშტაბით, ფართის მოცულობა 3000 კვ/მ-ია. გრანდიოზული ცერემონია გვექნება. შოპინგი ღამის 12 საათამდე გაგრძელდება", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
მისი ინფორმაციით, ,,სინომი რითელის" 1000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ბათუმში ახალი მაღაზიების გახსნის შედეგად დამატებით 200 დასაქმდება.
„სინომი რითეილის" მაღაზიები ყოველწლიურად მილიონზე მეტ ქართველ და უცხოელ სტუმარს მოემსახურება.
კომპანია საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა და „სინომი რითეილი“ დაერქვა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 70-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.
უახლესი