სადებეტო ბარათების ბაზარი წლიურ ჭრილში გაიზარდა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო მასის მონაცემებთან შედარებით კი 0,05%-ით შემცირდა.
2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 562 687 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.
სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 356 129 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
მიმდინარე მაჩვენებლები კი მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,3%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის ივნისთან შედარებით 8%-იან ზრდას.
ივნისის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.
2024 წლის ივნისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 592 521 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,5%-ია, ხოლო 2023 წლის ივნისთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება