დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანკების მდგრადობა შოკების მიმართ გაიზარდა  - ნათია თურნავა

ბანკების მდგრადობა შოკების მიმართ გაიზარდა - ნათია თურნავა

27-05-2024 16:28:00

16 მილიარდ ლარზე (ეკვივალენტის) მეტის ლიკვიდურობის ბუფერები გააჩნია ჩვენ ბანკებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ბანკებმა აღიდგინეს ბუფერები, აქ საუბარია როგორც კაპიტალის ბუფერებზე, ასევე ლიკვიდურობის ბუფერებზე.
„ეს ნიშნავს ბანკების უნარს რეაგირება ჰქონდეთ მოჭარბებულ მოთხოვნაზე თუ ასეთი მოთხოვნა დაფიქსირდა კრიზისის დროს. პანდემიის დროს, რა თქმა უნდა, იყო ასეთი კრიზისი. მათ გახარჯეს ეს ბუფერები. სპეციალური ბუფერები სწორედ იმისთვისაა, რომ კრიზისის დროს გაიხარჯოს და არ შეირყეს ფინანსური მდგრადობა. ამ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გაიზარდა ბანკების მდგრადობა შოკების მიმართ. თუმცა ბანკებს კვლავაც ვაწესებინებთ ახალ და ახალ ბუფერებს იმის გათვალისწინებით,  რომ გამოწვევები იზრდება“, - აღნიშნა თურნავამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები