ნებისმიერი პროტესტის გაჩენასთან ერთად ჩნდება კითხვა, ვინ დგას მის უკან და სინამდვილეში, ვის ინტერესებს ემსახურება ის. ზოგჯერ ამბობენ, რომ ეს სახალხო მობილიზაციაა, ზოგჯერ - არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგჯერ - პოლიტიკური პირები ან ბიზნესმენები, თუმცა, თუ საკითხს ღრმად ჩავყვებით, საბოლოოდ, კონკრეტულ სახელებამდე და გვარებამდე მივდივართ. ბალდაში პროტესტი, თითქმის, 1 წლის წინ დაიწყო და თანდათან ბევრი რამ გახდა ნათელი, თუმცა მთავარი კითხვა ფართო საზოგადოებისთვის მაინც პასუხგაუცემელია - ვინ დგას ბალდის პროტესტის უკან?
ჩვენი ინფორმაციით, ეს ალექსანდრე (საშა) წულაიაა.
მისი ინტერესების გატარება ბალდაში ისე დაიწყო, რომ თავად ამ ინტერესების გამტარებლებისთვისაც არ იყო ყველაფერი ბოლომდე ცნობილი. ეს სახასიათო ისტორიაა იმაზე, თუ როგორ ცდილობს ერთი ადამიანი, სათავისოდ გამოიყენოს პატარა ჯგუფი; ეს პატარა ჯგუფი, თავისმხრივ, უფრო დიდ ჯგუფს უპირებს იმავეს და ა.შ. ასე ხდება, როცა მთელი პროცესი ვერტიკალურად იმართება, თუმცა სრული სიმართლე მხოლოდ ვერტიკალის თავში მყოფმა პირმა იცის.
ვინ არის ალექსანდრე წულაია?
წულაია რუსეთის მოქალაქეა, რუსეთთან მჭიდრო კავშირებით. სოციალურ ქსელშიც კი მის მიერ დაწერილ არაერთ რუსულენოვან პოსტს გადააწყდებით. ის წლების წინ საფეხბურთო გუნდ „ცხუმის“პ რეზიდენტი იყო. იქიდან რუსეთში წავიდა, სადაც არც თუ ისე ცოტა ფული იშოვა. როგორც ირკვევა, მოსკოვთან ახლოს მან, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ტყეში მიწის დიდი ნაწილის (უკანონოდ) შემოღობვა დაიწყო. შემოღობილი ნაკვეთის გვერდით კი რუსმა ბიზნესმენმა მიწა იყიდა და ამნაკვეთის მიერთებაც მოინდომა, რისთვისაც, რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, საიდანაც ალექსანდრე წულაიას 1 მილიონი ერგო. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, შეიძინა „ლექსუსის“ მარკის ახალი, ძვირადღირებული ავტომობილი; თბილისში სახლის გარემონტება დაიწყო; იქირავა ოფისი და გარკვეული საქმიანობა წამოიწყო, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, ფინანსებიც შემოაკლდა და ბოლოს ბალდას მიადგა. აქ მან სახლი იყიდა და როგორც ჩანს, ფინანსური კეთილდღეობისკენ დაბრუნების გზასაც მიაგნო:
2022 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის განვითარების პროექტი შეიმუშავადა სამუშაოების განხორციელებაზე საჯარო აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში „კანიონი 350-მა“გაიმარჯვა, რომელმაც მუშაობა საკმაოდ მაღალი ტემპებით დაიწყო. რამდენიმე თვე პროცესი შეუჩერებლად მიდიოდა. სოფელი კმაყოფილი იყო და ადგილობრივებმა ტურისტების დასახვედრადმზადებაც დაიწყეს. თუმცა, გასული წლის ზაფხულში, თითქოს, არაფრიდან და მოულოდნელად სამუშაოებს პროტესტი წამოეწია. ამჟამად მუშაობა შეჩერებულია, თუმცა საქმის ნახევარი დასრულებულია. სწორედ ეს უკვე გაკეთებული საქმე გახლავთ ნოყიერი ნიადაგი ალექსანდრე წულაიასთვის.
ვინც ბალდაში მიმდინარე პროტესტს თვალს ადევნებს, კარგად ემახსოვრება, რომ პროტესტის ჯგუფს და კონკრეტულად, ცოტნე თვარაძესაც არაერთხელ უთქვამს, რომ მათ სურთ, ინვესტორი წავიდეს დადატოვოს შესრულებული სამუშაო. ახალ ინვესტორს კი, რომელიც პროექტს გააგრძელებს და მომავალში შემოსავალს სოფელს გაუყოფს, თავად სოფელი მოიყვანს. სწორედ ეს „ახალი ინვესტორია“ ალექსანდრე წულაია. მისი სცენარით, კომპანია აკეთებს მთავარ საქმეს, ხარჯავსფულს და შემდეგ ამ ყველაფერს ხელში იგდებს ალექსანდრე წულაია, რომელიც გაცილებით ნაკლები დანახარჯით მალე შემოსავლის მიღებას იწყებს.
თავად რატომ არ მიიღო ღია, საჯარო აუქციონში მონაწილეობა? ჩვენი ინფორმაციით, გარდა საჭირო, სპეციფიკური გამოცდილებისა, მას საინვესტიციო რესურსიც არ გააჩნია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერიოზული თანხა დაკარგა.
თუმცა, ეს მთავარი პრობლემა არ არის. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ალექსანდრე წულაიას ესპროექტი „სოფლისთვის“ ნამდვილად არ სჭირდება. ამის საილუსტრაციოდ, შემდეგი ისტორიაც გამოდგება:
ბალდაში ჩამოსვლისას მას გარკვეული იდეები ჰქონდა. მაგალითად, სურდა პირველი ბალდიდან მეორე ბალდამდე სამანქანო გზა გაკეთებულიყო, რისი წყალობითაც, პირველი ბალდა დაიტვირთებოდა. თავად კი პირველი ბალდის და მეორე ბალდის ხიდთან პარკინგის მოაწყობდა; დადგამდა დახლებს და კანიონზე ტურისტებს ატარებდა. ამით, რეალურად, მთელ სოფელს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებდა და სრულ შემოსავალს თავისი ჯიბისკენ მიმართავდა: მისიიქნებოდა პარკინგიც, დახლებიც და ტურისტების მომსახურებაც.
მოკლედ, ბალდის კანიონის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ის ფონურ რეჟიმში მუდამჩართული იყო. მისი გზა „კანიონი 350-თანაც“ არაერთხელ გადაკვეთილა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობასთანაც, თუმცა, ჩრდილიდან აქამდე არასდროს გამოსულა.
მეტიც, ადრე ალექსანდრე წულაია პირად საუბრებში ყოველთვის ემიჯნებოდა აქციას და ამბობდა, რომ მას არავითარი კავშირი და გავლენა არ ჰქონდა პროტესტზე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სურათი შეიცვალა და ვითარება მომწიფდა, აღარ დამალა ის, რომ თუ პროტესტისმონაწილეებს ბალდის კანიონთან დაკავშირებით რაიმე გეგმები ჰქონდათ, ეს გეგმები სწორედ მასზე „გადიოდა“ და მის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა.
„ეს კანიონი ჩემთვის მინდოდა და როგორ ამეხა“ - ესეც პირად საუბრებში გაჟღერებული მისი სიტყვებია.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პროტესტის ბირთვს ალექსანდრე წულაიას გულწრფელობის სჯეროდა დაფიქრობდა, რომ მისი ინტერესების გვერდით, სოფლის თუ არა, ამ ჯგუფის ინტერესები მაინციდგებოდა, თუმცა შეცდნენ. სხვა აქტივისტებმა მისი არსებობის შესახებ შესაძლოა, არც არაფერიიციან. კულუარულ საუბრებში პროტესტის მონაწილეები გაღიზიანებულები აღნიშნავენ, რომ მისხელში „ბრმა იარაღად იქცნენ“.
რაც ყველაზე სამწუხაროა, ალექსანდრე წულაიამ არაერთი გულწრფელი ადამიანის სათავისოდ გამოყენება შეძლო. ცუდია ისიც, რომ ამ ხალხთან ვერ შედგა ჯეროვანი კომუნიკაცია და მათ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ კანიონის პროექტის სარგებლიანობაზე. იმედია, ამ კუთხით, ესპროცესი გააქტიურდება და საერთო სურათი ყველასათვის უფრო ნათელი გახდება. მალე გაირკვევა, შეძლებს თუ არა სხვისი ადამიანური რესურსის და სხვისი ფინანსების ხარჯზე ალექსანდრე წულაია საკუთარი ინტერესების გატარებას...
„ბიზნესინსაიდერი“ ცდილობდა აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე წულაიას კომენტარის მოპოვებას, თუმცა ის მედიის ზარებს არ პასუხობს.
უახლესი
13 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი