ბაქო-სუფსის ტერმინალის გავლით ყაზახური ნავთობის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ bp-Azerbaijan-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამამ ბაიათლიმ ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს სანგაჩალის ტერმინალში პრესტურის ფარგლებში ისაუბრა.
მისი თქმით, ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კომერციული საკითხები უნდა გადაწყდეს.
„არასწორად მიმაჩნია, რომ ყაზახური ნავთობის გადასაზიდად ბაქო-სუფსა არ გამოიყენება“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
თამამ ბაიათლიმ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის მიღწეულია შეთანხმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ 2023 წელს.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი არის bp. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტი არის შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობი ევროპაში მომხმარებელს ტანკერებით მიეწოდება.
მილსადენის გავლით ექსპორტი 2022 წლის მაისიდან ნავთობის გადაზიდვებზე განაცხადების ნაკლებობის გამო შეჩერდა.
უახლესი