დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

29-05-2024 12:16:00

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.

 

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგავსი მასშტაბურიპროექტი ბოლო ათწლეულებია თბილისში არ განხორციელებულა.

 

„ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი, გათვალისწინებულია ველობილიკიც.

 

ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი მასშტაბის პროექტი განხორციელდა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ამ პროექტს აქვს გაგრძელებაც, რომლის შესახებაც ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ხიდი ხვალ, 12:00 საათიდან გაიხსნება. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები