შეხვედრა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, გუშინ კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
არ შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება.
,,ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა
უახლესი
1 წუთის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა17 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო