ტურისტული ობიექტი საშუალოდ იყო დატვირთული იანვარ-თებერვალში, მარტშიც იყო აქტივობები და აპრილიდან ველოდებით ვიზიტორების დიდ ნაკადებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Reserve Resort Lagodekhi-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გაბუნიამ განუცხადა.
„საკმაოდ დიდ აქტივობას ველოდებით. გვაქვს წინასწარი ჯავშნები, ხოლო მაისიდან იწყება ბანკეტების სეზონი. პროცენტულად რომ ავიღოთ, 80% საქართველოდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის, ხოლო 20% უცხოელებზე. ველოდებით სტუმრებს იტალიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან. 2-ადგილიანი კოტეჯის ფასი 1 ღამით,150 ლარი, ფასში შედის საუზმე, 4-ადგილიანი კოტეჯი, 1 ღამით, 240 ლარი, აქაც ფასში შედის საუზმე. აპრილიდან ფასები შეიცვლება და ტურისტული ობიექტის დატვირთულობაზე იქნება დამოკიდებული“,- ამბობს ალექსანდრე გაბუნია.
რაც შეეხება სიახლეებს, როგორც ტურისტული ობიექტის დირექტორი ამბობს, გაზაფხულის სეზონისთვის გეგმავენ საბავშვო მოედნის მოწყობას. ასევე რეინვესტიციით სამომავლოდ ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე მოეწყობა მინი გოლფის მოედანი და დაიდგმება ჭადრაკის დიდი დაფა.
ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტურისტული ობიექტი Reserve Resort Lagodekhi ( კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი), რომელიც 2023 წელს გაიხსნა. ტურისტული ობიექტი 26 კოტეჯს, რესტორანს და 2 ღია აუზს აერთიანებს. Reserve Resort Lagodekhi- ს აქვს 3 და 5 ადგილიანი კოტეჯები. მთლიანობაში ობიექტი 110 სტუმარზეა გათვლილი.
Reserve Resort Lagodekhi-ს პროექტში ინვესტიციამ 5 მლნ ლარი შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა