დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს

09-10-2023 00:22:36

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განმარტა, რომ ხომალდებს შორის არის ავიამზიდი. ახლო აღმოსავლეთში კი დამატებული ამერიკული ძალები იქნება დისლოცირებული. „აშშ ინარჩუნებს ძალებს მსოფლიოში, რათა საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გააძლიეროს ეს შემაკავებელი პოზიცია“, - აღნიშნა ოსტინმა. 

ამასთან, ისრაელი ამერიკისგან დამატებით შეიარაღებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ოსტინის თქმით, ეს შეერთებული შტატების მიერ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ხალხის მტკიცე მხარდაჭერის ნიშანია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები