ამერიკულმა ელექტრონული კომერციის გიგანტმა Amazon-მა გამოაქვეყნა ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
კომპანიის შემოსავალი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 11%-ით გაიზარდა და $134,4 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის წმინდა გაყიდვები 2022 წლის მეორე კვარტალში 121,2 მილიარდი დოლარი იყო.
Amazon-ის წმინდა მოგებამ მეორე კვარტალში 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 2 მილიარდი დოლარის დონეზე იყო.
ელექტრონული კომერციის გიგანტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოგებამ თითო აქციაზე 65 ცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ აქციაზე 20 ცენტი დაკარგა.
უახლესი
29 წუთის წინ
ქვეყნები, საიდანაც საქართველო კივს ყიდულობს